კომპანიის შესახებ


NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.

 

NCIB ფლობს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებს, რომლის მეშვეობითაც უცხოელ ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნეს კლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით. NCIB საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში.


NCIB-ის ასევე გააჩნია  მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში 200 მილიონ კომპანიაზე: კომპანიების პროფილები, მარკეტინგული სიები, კორპორატიული შტო და კავშირები. NCIB–ის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ, შეაფასოთ და გადაამოწმოთ თქვენი პოტენციური და არსებული პარტნიორები, გააანალიზოთ თქვენი ბიზნესის რისკები მათთან მიმართებაში და გააფართოვოთ ბიზნესი.

 

კომპანია დაარსდა 2002 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებას.  კომპანიამ ამავე წლიდან დაიწყო ბიზნეს ინფორმაციის ტექნოლოგიების დანერგვა და  ქართულ ბაზარზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ნოვატორმა და მზარდმა კომპანიამ ამ სფეროში.

NCIB  შედის სოლიდური საინვესტიციო ჯგუფის - „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში.


მისია:

საყოველთაოდ აღიარებული დასავლური სტანდარტების დანერგვით ადგილობრივი ბიზნეს საქმიანობისა და გარემოს განვითარების ხელშეწყობა.

მიზანი:

NCIB-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის დროულად და ხარისხიანად უნიკალური პროდუქტის შეთავაზება – კომპანიებისა და ორგანიზაციების დახმარება, შეამცირონ რისკები, მოიძიონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, განავითარონ და მჭიდრო ურთიერთობები დაამყარონ მომხმარებლებთან.

ხედვა:

კომპანიების ინფორმაციული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ქართული ბიზნესის განვითარებისთვის.