15.08.2011 | "იმედი ელი"

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი რეპუტაცია მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურებით, სტაბილურობის მტკიცე გარანტიითა და ფინანსური სიძლიერით დაიმკვიდრა.

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი რეპუტაცია მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურებით, სტაბილურობის მტკიცე გარანტიითა და ფინანსური სიძლიერით დაიმკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმატება პირდაპირპროპორციულია მოსახლეობაში დაზღვევის კულტურის შეუქცევად ამაღლებასთან. დღეისათვის ქართულ რეალობაში მომსახურების ხარისხი საკმაოდ მგრძნობიარე და აქტუალური თემაა. შესაბამისად, კომპანიისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიდგომების მუდმივი სრულყოფა, მაღალი ხარისხის სტანდარტით შექმნილი და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტების განვითარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კლიენტთა ლოიალურობასა და კმაყოფილებაზე აისახება.

"იმედი ელი" დაარსდა 1995 წელს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ კომპანიის 15 წლიანი ისტორიის მანძილზე ის ყველაზე სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

1998 წლიდან კომპანიის უმსხვილეს აქციონერს წარმოადგენდა ESG Re (European Specialty Group Reinsurance). აღნიშნული პერიოდიდან დღემდე “იმედი ელი” საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.

2003 წლიდან კომპანიის პარტნიორია საერთაშორისო სამედიცინო ასისტანსი International SOS™. 2004 წლიდან იმედი ელის ყოველწლიური აუდიტორული შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO Balance Audit მიერ. 2005 წლიდან დღემდე, “იმედი ელი” საქართველოში მოქმედი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც სერტიფიცირებულია Moody International-ის მიერ და ფლობს ISO 9001:2000 საერთაშორისო სერტიფიკატს. 2007 წელს იმედი ელის აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტი შეიძინა მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტმა - "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" European Bank for Reconstruction and Development (EBRD), რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის საიმედოობასა და ფინანსურ სიჯანსაღეს.

ნინო ხუროძე, მარკეტინგის მენეჯერი: "მსხვილ კაპიტალიზაციაზე დამყარებული ფინანსური სიძლიერე, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან გადამზღვევ კომპანიებთან და თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი სრულ გარანტიას აძლევს ჩვენს მომხმარებელს, რომ მათი მომავალი საიმედოდ იქნება დაცული".

კომპანია სრულადაა ლიცენზირებული დაზღვევის ყველა სახეობაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს სათაო ოფისის და 10 რეგიონალური ფილიალის მეშვეობით. “იმედი ელი” როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს სთავაზობს პრაქტიკულად ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების სრულ პაკეტს მაღალი ხარისხის სერვისით.

ნინო ხუროძე: "კომპანია 15 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს დასახულ სტრატეგიასა და პოლიტიკას, რომელიც მიმართულია მხოლოდ ხარისხზე ორიენტირებული სერვისისა და პროდუქტების შექმნისაკენ. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ მაქსიმალური სტაბილურობა მომსახურებასა და ხარისხში, მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხისა და მყარი გარანტიების სადაზღვევო პროდუქტები. ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, მომხმარებელზე ორიენტიერებული მომსახურება, დაზღვევის დასავლური მოდელი და მსხვილი კაპიტალი ყოველი თქვენგანისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესისა და ზოგადად, მომავლის საიმედო დაცვის გარანტიაა".

კომპანიაში მუდმივად ტარდება ტრენინგები თანამშრომლებისთვის, წამახალისებელი კამპანიები მათთვის, ვინც მაღალ პროფესიულ დონეზე აკმაყოფილებს კლიენტთა მოთხოვნებს. აქ მნიშვნელოვანია წამყვანი სადაზღვევო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება.

ნინო ხუროძე: "ჩვენთვის, როგორც სტაბილური და მყარი საფინანსო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომელთა იმიჯი ნდობის მაღალ მაჩვენებელთან არის ასოცირებული. ვახორციელებთ სადაზღვევო რისკების გადაზღვევას მხოლოდ "Standard & Poor"-ის მიხედვით რეიტინგულ და წამყვან უცხოურ გადამზღვევ კომპანიებში. მომხმარებლის რისკებს ჩვენთან ერთად ინაწილებენ პარტნიორი გადამზღვევი კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიო სადაზღვევო ინდუსტრიის გიგანტებს, მაგალითად: Munich Re Group, Scor, AXA, Hannover re, ACE, LLOYD'S".

კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს კომერციულ ბანკებთან. პარტნიორი ბანკებია: "ბანკი რესპუბლიკა", "HSBC ბანკი საქართველო", "ბი თი ეი", "ზირაათ ბანკი", "ბანკი ქართუ". პარტნიორია, აგრეთვე, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო". "იმედი ელი" გახლავთ "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში"-ს, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საფრანგეთის ბიზნეს საბჭოს წევრი.

ნინო ხუროძე: "ჩვენი დაფარვის ზონა ვრცელდება თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ოფისები მდებარეობს: ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში, რაც საშუალებას გვაძლებს ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლობების მეშვეობით გავაფართოვოთ ქსელი და ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და სწრაფი მომსახურება.

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მოპოვებული წამყვანი პოზიციის შენარჩუნება ჩვენი გრძელვადიანი, პრიორიტეტული მიზანი და ამოცანაა. ამ სტრატეგიას კომპანია თანმიმდევრულად მისდევს და ავითარებს".