16.08.2011 | სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი

ჩარტის, ინკ. წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო ორგანიზაციას მომხმარებელთა მომსახურების 90 წლიანი გამოცდილებით. კომპანიის ფუნდამენტური სიძლიერე ეყრდნობა 40 000 თანამშრომელს, რომლებიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში აერთიანებენ გლობალურ მიღწევებს მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობებთან.

ჩარტის, ინკ. წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო ორგანიზაციას მომხმარებელთა მომსახურების 90 წლიანი გამოცდილებით. კომპანიის ფუნდამენტური სიძლიერე ეყრდნობა 40 000 თანამშრომელს, რომლებიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში აერთიანებენ გლობალურ მიღწევებს მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობებთან.

ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი (ჩარტის საქართველო) დაფუძნდა 2005 წელს როგორც საფრანგეთში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა.-ს ფილიალი. ჩარტის ევროპა ს.ა.-ს გააჩნია ფილიალები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში  და მომხმარებელს  უზრუნველყოფს არა-სიცოცხლის დაზღვევის სრული სპექტრით.

ნიკა ქიტიაშვილი, გენერალური მენეჯერი: “ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კომერციული და პირადი დაზღვევის მრავალი ინოვაციური პროდუქტი, რომელთა საიმედოობას განაპირობებს კომპანიის საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა. შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი კლიენტი გვენდობა საკუთარი სადაზღვევო მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად”.

ჩარტის საქართველოს უპირატესობები მდგომარობს შემდეგში:

ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება სადაზღვევო და საფინანსო მომსახურების სფეროში. კავშირი ჩარტისის საერთაშორისო ქსელში გაერთიანებულ სხვადასხვა სპეციალობის საუკეთესო პროფესიონალებთან უზრუნველყოფს კლიენტებისათვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებას.

ჩარტისის ზარალის კონტროლის პროფესიონალთა გუნდი ახდენს რისკის სრულ შეფასებას და ამზადებს საფრთხის შემცირების წარმატებით გადაწყვეტისათვის აუცილებელ რეკომენდაციებს.

ჩარტის ევროპა ს.ა.-ს გააჩნია საერთაშორი სარეიტინგო კომპანია S&P–ს მიერ მინიჭებული “A+” რეიტინგი, რომელიც ავტომატურად ვრცელდება საქართველოს ფილიალზეც.

ჩარტის საქართველო იურიდიულ პირებს სთავაზობს ქონების, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სატვირთო გადაზიდვების, პროფესიული პასუხისმგებლობის, საბანკო რისკების, სამოგზაურო, უბედური შემთხვევის, რისკების მართვის და სხვა მრავალი სახის უმაღლესი კლასის სადაზღვევო  მომსახურებას.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.chartisinsurance.com/ge