11.10.2011 | ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტიციების შემოსვლის მხრივ სირთულეები არ არის

საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მხრივ ამ ეტაპზე სირთულეები არ შეიმჩნევა. შეგახსენებთ: ევროპულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას დასავლელი ანალიტიკოსები ახალი კრიზისის დაწყების ეტაპად აღიქვამენ.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, კვარტლების მიხედვით ინვესტიციები  მზარდია და ამ ტენდენციის გათვალისწინებით წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმა უნდა შესრულდეს. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსური კრიზისის დღეს არსებული ნიშნები ინვესტორებში შებოჭილობას იწვევს და მათ აქტიურობას ამცირებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა კრიზისმა ინვესტორებს უბიძგოს ფული ფინანსური სექტორიდან წაიღონ და უფრო სტრატეგიულ სფეროებში სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში ჩადონ.

ცნობისთვის: 2011 წელს საქართველოს მთავრობა 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ელოდება.