2014 წლის 6 და 7 თებერვალს, თბილისის ექსპო ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზი, სამხრეთ კავკასიის გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტს უმასპინძლებს, რომლის ერთ–ერთი მხარდამჭერია სს "ბია". ღონისძიება გაიმართება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სამინისტროს ეგიდით.
კავკასიის ქვეყნებში ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის განვითარების მიზნით, 2–დღიანი ღონისძიების ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ახალი პროექტების ჩამოყალიბებაზე, ტექნოლოგიების განახლებაზე, აპრობირებული გადაწყვეტილებების დანერგვასა და დაფინანსების პრიორიტეტებზე.
ღონისძიებამ უკვე დაიმსახურა დიდი ინტერესი საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების მხრიდან. სესიის ფარგლებში, 35 საუკეთესო მომხსენებელი გამოთქვამს მოსაზრებებს, შეაფასებს ვითარებას და გაესაუბრება მონაწილეებს.
სამიტი წარმოადგენს წამყვან რეგიონულ ღონისძიებას მოცემული მიმართულებით, რომელიც ძირითად პლატფორმას სთავაზობს დარგის ექსპერტებს, მნიშვნელოვანი მომსახურების მომწოდებლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
აუდიენციის პროფილი: სამიტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სფეროს წარმომადგენლები: წიაღისეულისა და განახლებადი ენერგიის კომპანიები და კონსულტანტები, მუნიციპალური და ურბანული მომსახურების პროვაიდერები, საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტები, სარკინიგზო და საავტომობილო გზების დეპარტამენტები, წყლის მაკონტროლებელი ორგანოები, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების პროვაიდერები, ნარჩენების მართვის ორგანოები, გარემოს დაცვის სააგენტოები, ქალაქის მგეგმავები და არქიტექტორები, მშენებლობისა და უძრავი ქონების სფეროს პროფესიონალები, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანიები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები, ინვესტორები, იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიები, მრჩეველები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ა.შ.
დელეგატები წარმოდგენილი იქნებიან საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან , ახლო აღმოსავლეთიდან და აშშ–დან.
დღის წესრიგი: ღონისძიების განრიგისა და მონაწილეობის საფასურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართეთ ფრენსის სმიტს (ღონისძიების დირექტორი) ტელ: +32 2 662 16 12, მეილი: administration@euroconventionglobal.com
სამიტის სპონსორები:
Grant Thornton და "ალიანს ენერჯი"
მხარდამჭერები:
გერმანულ – აზერბაიჯანული სავაჭრო პალატა
სს ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო
ამერიკის სავაჭრო პალატა სომხეთში
ავსტრიულ – აზერბაიჯანული სავაჭრო პალატა
ქართულ უკრაინული ბიზნეს კლუბი