17.12.2013 | „ბია“–ს პარტნიორების რიცხვს "კრედინფორმი" შეემატა

ბაზარზე გამოსვლის დღიდან „ბია“–ს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი სულ უფროდაუფრო იზრდება. ახლახანს მათ რიცხვს რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილესი ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელი კომპანია „კრედინფორმი“ შეემატა, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს კომერციული რისკების შემცირება და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ნდობის გაღრმავება წარმოადგენს.

„კრედინფორმი“ გთავაზობთ ბაზრის კვლევას, დაწვრილებით ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში არსებულ 7 მილიონზე მეტ კომპანიაზე და სხვა სახის ანალიტიკურ მასალებს.

„ბიასთან“ პარტნიორობა კომპანია „კრედინფორმს“ დაეხმარება საქართველოში არსებული ბაზრისა და მასზე წარმოდგენილი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში. თავის მხრივ, „ბიზნეს კატალოგში“ წარმოდგენილ კომპანიებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობა გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და მოქმედების არეალი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბია“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: Kompass, Interfax და IGK AG