19.05.2014 | „ბიას“ „იმეილ მარკეტინგი“ – მიზნობრივ ჯგუფთან დაკავშირების ეფექტური საშუალება

„ბიამ“ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირების ეფექტური საშუალება – „იმეილ მარკეტინგი“ დანერგა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. „იმეილ მარკეტინგი“ „ბიზნეს კატალოგში“ არსებული ნებისმიერი საძიებო კრიტერიუმით შერჩეულ სეგმენტთან ელექტრონული ფოსტით სასურველი შეთავაზების დაგზავნას გულისხმობს, რაც გზავნილის ეფექტურობის გარანტია. (მაგ: კომპანიები, რომელთა ბრუნვა აღემატება 2 მლნ-ს; ჰყავთ 50-ზე მეტი დასაქმებული; ახორციელებენ იმპორტ-ექსპორტს ან ჰყავთ უცხოელი პარტნიორები. ასევე, შესაძლებელია დასაქმებულთა სეგმენტაცია სქესის, რგოლისა და დეპარტამენტის მიხედვით და სხვ.)


„ბია“ არ ასხვისებს ელექტრონულ მისამართებს, ის მხოლოდ მომსახურებას გასწევს – ეხმარება მომხმარებელს მორგებული გზავნილის შექმნაში, სამიზნე სეგმენტის შერჩევასა და ადრესატამდე მიწოდებაში. გზავნილის მოცულობა, დოკუმენტის თანდართვის ფუნქციის წყალობით, შეუზღუდავია, პერსონიფიცირებული შეტყობინება კი გაცილებით ამარტივებს პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობას. Bcat.ge-ს „იმეილ მარკეტინგის“ მომსახურება ითვალისწინებს შემდგომ მონიტორინგსაც, რაც გულისხმობს დამკვეთისათვის შეტყობინების სტატუსთან დაკავშირებული შემაჯამებელი სტატისტიკის მიწოდებას.