Articles
15.08.2011 - GAU-ს ბიზნესის სკოლა
•  თანამედროვე და მრავალმხრივი სასწავლო პროგრამები
ხორციელდება სამივე დონის სწავლება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დოქტორანტურის ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს მძლავრი სამეცნიერო ჯგუფის არსებობა და ფუნქციონირება.

•  თანამედროვე და მრავალმხრივი სასწავლო პროგრამები

ხორციელდება სამივე დონის სწავლება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დოქტორანტურის ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს მძლავრი სამეცნიერო ჯგუფის არსებობა და ფუნქციონირება.

•  პროფესორთა კვალიფიცირებული გუნდი

სწავლება მიმდინარეობს ინტენსიურად მაღალი მოთხოვნების პირობებში.

ლექციები ძირითადად  ქ ა რ თ უ ლ   ე ნ ა ზ ე  იკითხება

•  გამორჩეული საბიბლიოთეკო ფონდი.

ფონდი დაკომპლექტებულია ახალი აპრობირებული ევროპულ–ამერიკული სახელმძღვანელოებით. საბიბლიოთეკო ფონდის განახლებას უზრუნველყოფს GAU-ს მჭიდრო საქმიანი კავშირები საერთაშორისო გამომცემლობებთან (Pearson, McGraw Hill, Cengage, Wiley, Springer).

•  გაცვლითი პროგრამები ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტბთან

პროგრამა ფინანსურად ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ნებისმიერი სტუდენტისათვის

•  2010 წელს GAU-მ კვლავ მიიღო 5–წლიანი აკრედიტაცია – GAU აკრედიტებული უნივერსიტეტია

•  სწავლის საფასური – წლიური 6,000 ლარი

გადახდა: ოქტომბერში 3,500 ლარი, თებერვალში 2,500 ლარი, ამასთან თებერვალში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაფინანსება.

მაგალითად, თუ აბიტურიენტმა მიიღო 100% გრანტი = 2,250 ლარი, მაშინ იგი ოქტომბერში გადაიხდის 3,500 ლარს, ხოლო თებერვალში (2,500 ლარს - 2,250 ლარი) = 250 ლარს!

•  GAU გთავაზობთ იაფი სტუდენტური სესხების ფართო სპექტრს და GAU-ში სწავლის დაფინანსების საუკეთესო პირობებს!

რა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ფინანსირების GAU-ს სისტემა?

GAU-ს ბიზნესის სკოლა – შეამცირა სწავლის საფასური 20%-ით (1500 ლარით), სახელმწიფო – გასცემს სასწავლო გრანტს (2000 ლარს), ამრიგად დასაფინანსებელი რჩება საბაზისო 6000 ლარს – 2000 ლარი = 4000 ლარი. თუ სტუდენტი აირჩევს სასწავლო სესხს, მაშინ სესხის დაფარვა გადავადდება 4.5 წლით – სწავლის დასრულებისა და სამუშაოს დაწყების შემდეგ. ეს სესხი ალბათ უფრო მისაღებია იმ სტუდენტებისათვის, ვისაც არ აქვს სწავლის ნაწილობრივი დაფინანსების საშუალებაც კი. ვისაც აქვს ამის საშუალება, შეუძლია აირჩიოს იაფი სტუდენტური სესხები. მოვიყვანთ კალკულაციას: თუ სტუდენტმა აიღო 3000 ლარიანი სესხი მაშინ იგი გადაიხდის წელიწადში 4000 ლარს – 3000 ლარი = 1000 ლარს პლიუს 280 ლარს ყოველთვიურად. თუ სტუდენტმა 2500 ლარიანი სესხი აიღო მაშინ იგი გადაიხდის წელიწადში 4000 ლარს – 2500 ლარი = 1500 ლარს, პლიუს 230 ლარს ყოველთვიურად. ამრიგად, ნებისმიერ სტუდენტს სასურველი დაფინანსების შერჩევა შეუძლია.

•  ეროვნულ გამოცდებში ჩასაბარებელი საგნების წონები (სულ 12):

1. უნარები – 4

2. უცხო ენა – 4

3. მათემატიკა – 3

4. ქართული – 1

•  პრიორიტეტები: (1, 2, 3, 4)

კომენტარი:

საზოგადოდ ცნობილია, რომ კარგ ბიზნესმენს (მენეჯერს) უნდა გააჩნდეს უპირიველეს ყოვლისა ლოგიკური აზროვნების უნარი (უნარები, წონა 4, პრიორიტეტი 1), იყოს კომუნიკაბელური (უცხო ენა, წონა 4, პრიორიტეტი 2) და შეძლოს ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება (მათემატიკა, წონა 3, პრიორიტეტი 3). ამიტომ ჩვენი წონები და პრიორიტეტები ემსახურება მომავალი წარმატებული ბიზნესმენის (მენეჯერის) საუკეთესო შერჩევას.

•  სასწავლო პროცესის მოქნილი და ეფექტური ადმინისტრაციული მართვა

ბიზნესის სკოლას გააჩნია საკუთარი სახსრები რითიც ფინანსდება სტუდენტების და პროფესორ–მასწავლებლების საინტერესო ინიციატივები.

•  უნივერსიტეტი განლაგებულია ქალაქის ცენტრში, ვაკეში – ჭავჭავაძის გამზირზე.

•  უნივერსიტეტს გააჩნია ნათელი თბილი სუფთა აუდიტორიები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისათვის საჭირო ორგტექნიკით.

•  უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შიდა დაცვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს

•  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ინტენსიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებით

•  ზოგადი სიტუაცია განაწყობს სტუდენტებს კარგი სწავლისადმი

GAU-ს მაგისტრატურაში მიღების წესი

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2010-2011 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

•  ბიზნესის სკოლა:

•  მარკეტინგი

•  მენეჯმენტი

•  ფინანსები

•  სამართლის სკოლა

•  კერძო სამართალი

•  სისხლის სამართალი

•  სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართალი

•  საერთაშორისო სამართალი

•  ნებისმიერი აპლიკანტი ვალდებულია გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები და წარმოადგინოს ამ გამოცდების შედეგად მიღებული სერთიფიკატი, მოპოვებული ქულების მითითებით (ნებისმიერი ქულების მიღების შემთხვევაში).

•  საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატს ჩაუტარდება GAU-ს მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები 2 საგანში:

ბიზნესის სკოლა

1.  უნარები (ლოგიკური აზროვნება)

2.  ინგლისური ენა

სამართლის სკოლა

1.  ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილი საგანი არჩეული სამაგისტრო პროგრამის შესაბამისად:

•  სამოქალაქო სამართალი

•  სისხლის სამართალი

•  სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართალი

•  საერთაშორისო სამართალი

2.  უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული)

•  გამსვლელი ქულა გამოანგარიშდება შემდეგი წესით:

•  30 % (ეროვნულ გამოცდაში მიღებული ქულების რაოდენობა) + 70 % (GAU-ს შიდა გამოცდებში მიღებული ქულების რაოდენობა).

•  თუ ეს მაჩვენებელი მეტი იქნება 51%-ზე (51 ქულა), აპლიკანტი ჩაირიცხება GAU-ს მაგისტრატურაში.

•  მაგისტრატურაში წლიური სწავლების ფასი:

•  ბიზნესის სკოლა – 6000 ლარი*

•  სამართლის სკოლა – 5000 ლარი*

*  GAU-ს ბაკალავრებისათვის ფასდაკლება – 20%

•  მისაღები მაგისტრანტების რაოდენობა:

•  ბიზნესის სკოლა – 24 მაგისტრანტი

•  სამართლის სკოლა – 36 მაგისტრანტი

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდს:

www.gau.ge

ისწავლეთ და გაატარეთ ბედნიერი სტუდენტური წლები GAU–ში!

გისურვებთ წარმატებას!