მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”B კრედიტი” დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. კომპანია დაფუძნებულია 100%-ით ქართული კაპიტალით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”B კრედიტი”-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფიზიკური პირების და მცირე ბიზნესის მიკროდაკრედიტება. მიმდინარე ეტაპისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოთხ განსხვავებული ტიპის პროდუქტს:
ფიზიკური პირებისთვის - სამომხმარებლო სესხი და მომენტალური სესხი (ავტომანქანის ან უძრავი ქონების უზრუნველყოფით)
იურიდიული პირებისთვის - ბიზნეს სესხი (მოქმედი ბიზნესის გასაფართოვებლად) და ”start up” ბიზნეს სესხი
გოჩა არსიაშვილი, დირექტორი: ”ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი ბიზნეს სტრატეგია მაქსიმალურად იყოს მორგებული ბაზრის მოთხოვნებზე. სწორედ ამიტომ, კომპანიამ საკუთარი საკრედიტო სტანდარტების, სესხის გაცემის კრიტერიუმების და პროცედურების გამარტივებით მაქსიმალურად გაზარდა კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომები. კერძოდ, ”B კრედიტი”-ს საკრედიტო პოლიტიკა ითვალისწინებს მსესხებლების მაქსიმალურ თავისუფლებას, როგორც გადახდის გრაფიკის არჩევაში, ასევე ამ გრაფიკის შემდგომ ცვლილებებში. ბიზნესის ან სხვა ტიპის შემოსავლების გათვალისწინებით მსესხებლები თავად განისაზღვრავენ საშეღავათო პერიოდებს. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად ვადამდე დაფარვაზე არ არის დაწესებული პირგასამტეხლო”.
”B კრედიტი”-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალი მცირე ბიზნესის შექმნის და შესაბამისად დასაქმების ხელშეწყობა.
გოჩა არსიაშვილი: ”ამ მიმართულებით ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს ”start up” ბიზნესების დაფინანსებას და მხარდაჭერას. ”B კრედიტი”-ის მიერ ხორციელდება არა მარტო კომპანიისთვის საინტერესო ბიზნეს პროექტების მარტივი და მოქნილი პროცედურებით დაფინანსება, არამედ კლიენტების უფასო ბიზნეს კონსალტინგი. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები კლიენტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ მათი ”start up” ბიზნეს-პროექტების შემუშავებაში და დაგეგმარებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ”B კრედიტი”-ს ხელშეწყობით 2010 წელს ამოქმედდა 15 ახალი მცირე ბიზნესი და დასაქმდა 70 ადამიანი”.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია მომსახურების ერთი ობიექტით, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში სობჩაკის ქ. N3-ში. 2011 წლის ბოლომდე დაგეგმილია ორი ახალი სერვის ცენტრის გახსნა, მათ შორის ერთი ქ. ბათუმში.
ამჟამად ორგანიზაციაში სულ დასაქმებულია 11 თანამშრომელი, ხოლო 2011 წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 10 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
2010 წლის ბოლოსთვის ”B კრედიტი”-ს საკრედიტო დაბანდებამ შეადგენდა 2 400 000 ლარი, რომლის 75% ბიზნეს სესხების წილად მოდის. კომპანიის წლიურმა შემოსავლებმა შეადგინა 1 082 000 ლარი, ხოლო წმინდა მოგება განისაზღვრა 315 000 ლარით.
მიმდინარე ეტაპზე ”B კრედიტი” აწარმოებს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხებზე. აქციის ფარგლებში მსესხებლებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სამომხმარებლო სესხები ყოველგვარი საკომისიოს და სესხის გაცემასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაწევის გარეშე.
გოჩა არსიაშვილი: ”მიმდინარე წელს ჩვენს ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს პროდუქტების და სერვისების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია. მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ჩვენი განვადების სერვისით სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო და საწარმოო დანიშნულების ტექნიკაზე”.