News
15.08.2011 - PR Exchange

PRexchange.ge  NCIB-ის ერთ–ერთი  პროექტია, რომელიც გათვლილია პიარ მენეჯერებზე, რათა მათ უკეთ მოახერხონ მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის დამყარება და კომპანიის შესახებ ინფორმაციის მარტივად და ეფექტურად გავრცელება.

PRexchange.ge სპეციალურად პიარ მენეჯერებისათვის შექმნილი პროექტია, რომელმაც გაშვების დღიდან გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი.

 

ვებ–გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, პიარ მენეჯერებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მართონ საკუთარი ვებ–პანელი, ატვირთონ კომპანიის სიახლეები, ფოტო და ვიდეო მასალა, დაუმეგობრდნენ სხვა პიარ მენეჯერებს, მომხმარებლებს თუ საჭირო კონტაქტებს; მიაწვდინონ კონკრეტულად მათზე მორგებული ინფორმაცია საფოსტო გზავნილებისა თუ ონლაინ მიმოწერის მეშვეობით.

ვებ–გვერდზე ყოველდღიურად თავს იყრის ახალი ინფორმაცია კომპანიების აქტივობებისა და PR აქციების შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მოექცეთ ყურადღების ცენტრში, დროის უმოკლეს ვადაში გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ და დააკვირდეთ სხვა კომპანიების ყოველდღიური განვითარების ტენდენციებს თქვენთვის საინტერესო დარგებისა თუ სფეროების მიხედვით. ასევე გექნებათ წვდომა სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ როგორ აღიქვამენ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას.

ერთი კომპანიიდან პიარ მენეჯერად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს. მიუხედავად ამისა, სხვა თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება დარეგისტრირდნენ როგორც მომხმარებლები და იაქტიურონ საიტზე – გამოხატონ აზრი ნებისმიერი სიახლის მიმართ და შეაფასონ ამა თუ იმ კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობა.

ვებ–გვერდზე უკვე 100–ზე მეტი პიარ მენეჯერია დარეგისტრირებული და აქტიურად იყენებენ მას.

პერიოდულად გამოვლინდებიან  ყველაზე აქტიური პიარ–მენეჯერები და დაჯილდოვდებიან  წამახალისებელი პრიზებით.

PR exchange.ge-ის მომხმარებლები არიან:

  • კომპანიები, რომელთა სიახლეები განთავსდება ჩვენს ვებ–გვერდზე;
  • კომპანიები, რომელთაც დააინტერესებს სხვათა ქმედებები, რათა გააანალიზონ და უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი სტრატეგია;
  • კომპანიები, რომელთაც სურვილი ექნებათ, განთავსდეს მათი სიახლეები;
  • პიარ სიახლეებით დაინტერესებული საზოგადოება;
  • ბიზნესით დაინტერესებული საზოგადოება;
  • აქციებითა და ფასდაკლებებით დაინტერესებული სეგმენტი;
  • ტრენინგებითა და ვაკანსიებით დაინტერესებული სეგმენტი;
  • სტუდენტები;
  • პიარ სპეციალისტები და მენეჯერები;
  • საინფორმაციო სააგენტოები;
  • მედია
  • სახელმწიფო სამსახურების PR  მენეჯერები