News
22.09.2013 - „ბიამ“ ბიზნესის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
20-21 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. 2-დღიან ღონისძიებაზე, რომელიც კონფერენციასა და გამოფენას ითვალისწინებდა, განიხილეს  საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები, საინვესტიციო გარემო და კაპიტალის მოზიდვის საკითხები. 

ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელიც ბიზნესის განვითარების იდეების, ფინანსური რესურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე 27–მა კომპანიამ, საფინანსო, ბიზნეს საკონსულტაციო და სადაზღვევო სექტორებიდან. კერძო სექტორის გარდა, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა. 

გამოფენაზე „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია  „ბიაც“ მონაწილეობდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ინოვაციური პროდუქტი, „ბიზნეს კატალოგი“ გააცნო. გამოფენას 300–მდე მონაწილე დაესწრო, ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიის წარმომადგენელები.