News
15.11.2013 - „ბიზნეს კატალოგის“ საჩუქარი PRexchange-ის მენეჯერებისთვის
15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, სს “ბია“ "პიარ იქსჩეინჯზე" დარეგისტრირებულ მენეჯერებს საშუალებას აძლევს მიიღონ „ბიზნეს კატალოგში“ (www.bcat.ge) საკუთარი კომპანიის ლოგოს, აღწერილობითი ტექსტისა და 10 საძიებო სიტყვის 1 წლით უფასოდ განთავსების საშუალება.
ყველა მენეჯერს შესაძლებლობა აქვს დაამატოს კომპანიის საპრეზენტაციო მასალებიც (აღწერა პროდუქტის შესახებ, კორპორატიული პრეზენტაციები და ა.შ), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. გარდა ამისა, „ბიზნეს კატალოგში“ დარეგისტრირებული მენეჯერები იღებენ კვარტალურ სტატისტიკას „ბიზნეს კატალოგის“ მონაცემებზე დაყრდნობით.

აქციით სარგებლობისათვის საჭიროა კომპანიის ავტორიზებულმა თანამშრომელმა გაიაროს იურიდიული პირის რეგისტრაცია მისამართზე http://bcat.ge/front/Register.aspx და დაამატოს ან განაახლოს საკუთარი კომპანიის მონაცემები. 

შეგახსენებთ, რომ „ბიზნეს კატალოგი“ ამ დროისათვის უკვე 13 000-ზე მეტი კომპანიის შესახებ მონაცემებს აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მისი აქტიური მომხმარებლები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სავაჭრო პალატები, არსებული და პოტენციური კლიენტები და ა.შ.

მიეცით საშუალება მომხმარებლებს მოგაწვდინონ ხმა მარტივად!