15.08.2011 -
"ალიანს ჯგუფი კაპიტალი"
შპს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" 2006 წელს აგვისტოში დააარსა შვილობილი კომპანია "ალიანს ჯგუფი კაპიტალი". არსებობის მოკლე პერიოდის მიუხედავად, "ალიანს ჯგუფი კაპიტალი" გახდა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს პერსპექტიულ და მაღალრენტაბელურ პროექტებში.

ირაკლი ტყებუჩავა, პროექტის მენეჯერი: "კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ დავხმარებოდით ქართველ მეწარმეებს და ქართულ ბიზნესს, რათა გამხდარიყვნენ წარმატებული, გაფართოებულიყვნენ და მოეზიდათ უცხოური ინვესტიციები. ჩვენი პრიორიტეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე საწარმოებია".
"ალიანს ჯგუფი კაპიტალს" კავშირი აქვს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და კერძო ინვესტორებთან. პარტნიორი კომპანიებია: GML International, GIA Inc. და სხვა...
ირაკლი ტყებუჩავა: "დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან და უცხოელ ინვესტორებთან მჭიდრო კავშირი, ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, პროფესიონალთა გუნდი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჩვენი კომპანიის უპირატესობაა. სწორედ ესაა ჩვენი წარმატებისა და წინსვლის საწინდარი".
"ალიანს ჯგუფი კაპიტალს" 4 ძირითადი მიმართულება აქვს. პირველი, ადგილობრივი კომპანიებისთვის ინვესტიციებისა და ფულადი სახსრების მოზიდვაა როგორც სესხის, ასევე კაპიტალში ინვესტიციის სახით. მეორე, საკონსულტაციო მომსახურება – ბიზნესგეგმების შედგენა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბაზრის კვლევები, კომპანიების შეფასება... მესამე, უძრავი ქონების მიმართულებაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას ამ მიმართულებით. 2009 წელს კი კომპანიამ ახალი მიმართულება დანერგა – ენერგეტიკის პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა და მართვა.
ირაკლი ტყებუჩავა: "ჩვენი კომპანია მზადაა, განიხილოს ნოვატორული იდეები და წარუდგინოს მაღალრენტაბელური ბიზნეს გეგმები ინვესტორებს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძნელია უცხოური ფულადი რესურსების მოზიდვა და მეწარმეების უმრავლესობას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება ამ სფეროში, მათ ჭირდებათ საკონსულტაციო მომსახურება. მაგალითად, როგორ იურთიერთონ უცხოურ და ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან... შესაბამისად, ვეხმარებით ამ კუთხით. ამასთანავე, ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რომ თავადვე შეგვიძლია პროექტების თანადაფინანსება ან სრული დაფინანსება. კლიენტის პროექტი თუ მოგვეწონება და მას შევატყობთ პოტენციალს, რომ მომგებიანია, ჩვენ თავადვე დავაფინანსებთ მას ან მოვიზიდავთ საჭირო რესურსებს".
ამჟამად "ალიანს ჯგუფი კაპიტალი" რამდენიმე პროექტზე ერთად მუშაობს. აქედან ყველაზე მცირე 300 000, ყველაზე დიდი კი 80 მლნ დოლარის ოდენობის პროექტებია. მათ შორის არის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების, ასევე, კვების მრეწველობისა და საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება.
მერაბ კოკაია, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი: "კომპანიას ბიზნეს გეგმა შეიძლება სხვამაც დაუწეროს, მაგრამ შემდეგ თავად უნდა იფიქროს ამ ბიზნეს გეგმით ვისთან მივიდეს და როგორ მოიქცეს. ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ კომპანიებს ბიზნეს გეგმის შემდგომ განვითარებაში ვეხმარებით. კავშირი გვაქვს საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებთან და, სხვა საკონსულტაციო ჯგუფებისგან განსხვავებით, ჩვენთან მოსულ კლიენტს ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ის მომგებიანად განავითარებს პროექტს.
ბიზნეს გეგმის დაწერა მოითხოვს კომპანიის, წარმოებისა და ბაზრის მდგომარეობის პოტენციალის რეალურ შესწავლას. ასევე, საჭიროებს ბაზრის ანალიზს, მენეჯმენტის, რისკების შეფასებას, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენას და ა. შ"...
"ალიანს ჯგუფი კაპიტალი" აფინანსებს მცირე და საშუალო კომპანიებს, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი, გახდნენ ლიდერი არსებულ ბაზარზე. მათ ბაზრის მოთხოვნისა და კომპანიის პოტენციალის მიხედვით ირჩევენ. კომპანია აფინანსებს უძრავი ქონების პროექტებსაც. კრიზისის დროს ეს მიმართულება დროებით შეჩერებული იყო არსებული რისკების გამო, ახლა კი "ალიანს ჯგუფი კაპიტალი" მუშაობას ამ მიმართულებითაც განაგრძობს.
მერაბ კოკაია: "ქართული ბანკების უმრავლესობა ერიდება დამწყები ბიზნესის დაფინანსებას, ვინაიდან რისკები გაცილებით მეტია, ვიდრე ბაზარზე დამკვიდრებულ კომპანიაში და გაფართოება ან განვითარება სჭირდება. ჩვენთვის ეს ფაქტორი არ არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ დამწყებ ბიზნესს აქვს პერსპექტივა და მომავალი, ჩვენ მოვკიდებთ ასეთ პროექტს ხელს და ვეცდებით მოვიძიოთ საჭირო ინვესტიციები, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური"...
"ალიანს ჯგუფი კაპიტალი" ბაზარს ახალ პროდუქტს თავაზობს. მას აქვს მეტი გამოცდილება, და კლიენტიც იურიდიულად დაცულია. ამიტომ დღეს სულ უფრო მეტი კომპანია მიმართავს თანამშრომლობისთვის.
მერაბ კოკაია: "ვინაიდან პირდაპირი კონკურენტი რეალურად ცოტაა ბაზარზე, ირიბ კონკურენტებად შეიძლება მხოლოდ ბანკები მივიჩნიოთ. ნელ-ნელა კომპანიები ხვდებიან, რომ საჭიროა ჩვენს მსგავს საკონსულტაციო ჯგუფებთან და საინვესტიციო კომპნიებთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები, გვაქვს კავშირები და წარმატებული საქმიანობის ისტორია."