NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.
NCIB ფლობს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებს, რომლის მეშვეობითაც უცხოელ ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნეს კლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით. NCIB საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში.
NCIB-ის ასევე გააჩნია მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში 200 მილიონ კომპანიაზე: კომპანიების პროფილები, მარკეტინგული სიები, კორპორატიული შტო და კავშირები. NCIB–ის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ, შეაფასოთ და გადაამოწმოთ თქვენი პოტენციური და არსებული პარტნიორები, გააანალიზოთ თქვენი ბიზნესის რისკები მათთან მიმართებაში და გააფართოვოთ ბიზნესი.
კომპანია დაარსდა 2002 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებას. კომპანიამ ამავე წლიდან დაიწყო ბიზნეს ინფორმაციის ტექნოლოგიების დანერგვა და ქართულ ბაზარზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ნოვატორმა და მზარდმა კომპანიამ ამ სფეროში. 2005 წელს კი პარტნიორებთან ერთად დაარსა „კრედიტინფო საქართველო“. ამ ხნის მანძილზე NCIB-მ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ისეთ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა D&B (Duns and Bradstreet) და KOMPASS INTERNATIONAL.
NCIB შედის სოლიდური საინვესტიციო ჯგუფის - „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში.