Creditinfo Georgia


"კრედიტინფო საქართველო" NCIB-ის პირველი წარმატებული პროექტია, რომელიც 2005 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.

პროექტის მთავარი იდეაა დაეხმაროს ბიზნესს კრედიტების მართვაში. მისი სერვისი ასრულებს მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აწარმოებს ფულის, სერვისის ან საქონლის კრედიტში გაცემას. დღეს ამ სერვისით სარგებლობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა ფინანსური ინსტიტუტი და მრავალი სხვა კომპანია.


"კრედიტინფო საქართველო" საქმიანობს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს - რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.

"კრედიტინფო საქართველოს" სერვისებით სარგებლობისას საშუალება გეძლევათ განსაზღვროთ იურიდიული თუ ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობა, სანდოობისა და სტაბილურობის ხარისხი.

"კრედიტინფო საქართველოს" მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი და სერვისი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას (95/46/EC) პირადი ინფორმაციის გაცემა-დამუშავების შესახებ.


"კრედიტინფო საქართველო" ეხმარება კლიენტებს:

  • წარუმატებელი გარიგებების თავიდან აცილებაში - არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა დროული ამოცნობით.
  • დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომიაში - იმ კლიენტურისათვის კრედიტის გაცემა/მომსახურებაზე და საქონლის მიწოდებაზე უარის თქმით, რომლებიც პოტენციურად გადამხდელუუნარონი არიან.
  • ჩამოწერების შემცირებაში - ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.
  • ნაღდი ფულის მოძრაობის გაუმჯობესებაში - ნაკლები ცუდი გადამხდელის ყოლა ნიშნავს ნაკლებ დავალიანებას.
  • სუფთა მოგების მაჩვენებლის ზრდაში - ნაკლები ჩამოწერების შედეგად.
  • არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაში - არავის არ უნდა ჰქონდეს სურვილი არაკეთილსინდისიერ კლიენტს საქონელი ან მომსახურება კრედიტში მიჰყიდოს.
  • საფასო პოლიტიკის დადგენაში - საშუალება გეძლევათ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტი წაახალისოთ დაბალი ტარიფებით.
  • სესხის აკრეფის ხარჯების შემცირებაში - უზრუნველყოფთ თანხის ამოღებას დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯებით.

 

 

“კრედიტინფო საქართველოს”  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან :

თავმჯდომარე ჰაკონ სტეფანსონი მენეჯერი   კრედიტინფო შუფა ჯგუფი
საბჭოს წევრი აიეტ კუკავა გენერალური დირექტორი 
ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო
საბჭოს წევრი მაია მერედოვა გენერალური დირექტორი  პროკრედიტ ბანკი
საბჭოს წევრი თეა ლორთქიფანიძე გენერალური დირექტორის მოადგილე 
თი-ბი-სი ბანკი
საბჭოს წევრი ვასილ ვერულაშვილი საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი 
საქართველოს ბანკი
საბჭოს წევრი ნინო ბერიშვილი რისკების მართვის სამმართველოს უფროსი
ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი