PR Exchange



PR Exchange NCIB-ის ერთერთი ახალი პროექტია, რომელიც გაეშვა 2011 წლის 19 ივლისს და უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს საზოგადოებაში. პროექტი ემსახურება PR მენეჯერების კლუბის შექმნის იდეას. ეს არის ადგილი ვებ სივრცეში, სადაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს გაეცნოს ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას კომპანიების აქტივობების, PR აქციების, სხვადასხვა კონკურესბისა თუ ღონისძიებების შესახებ. პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ვებგევრდზე სიახლეებს თავად კომპანიების PR მენეჯერები ანთავსებენ.

ვებგვერდი www.PRexchange.ge მნიშვნელოვნად ეხმარება და უმარტივებს PR მენეჯერებს მათ მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობას. აქ მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ გააცნონ მათი კომპანიის სიახლეები ფართო საზოგადოებას, დაუმეგობრდნენ საინტერესო ადამიანებს, მართონ საკუთარი გვერდი მოხერხებული ვებ-პანელის მეშვეობით და იყვნენ მუდმივად ჩართულები მიმდინარე პროცესებში.

PR Exchange-ის მეშვეობით კომაპნიების PR მენეჯერებს ეძლევათ უნიკალური საშუალება:

  • გაიგონ მეტი კონკურენტების შესახებ, გამოხატონ თავიანთი აზრი ნებისმიერი სიახლის მიმართ, შეაფასონ ამა თუ იმ კომპნიის მიერ განხორციელებული აქტივობა
  • მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სასურველ კომპანიებზე მოხერხებული საძიებო სისტემის მეშვეობით
  • გაზარდონ მათი კომპანიის ცნობადობა, ასევე, აკონტროლონ ცნობადობის ზრდის პროგრესი ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით
  • გააცნონ ინფორმაცია უკვე არსებული და პოტენციური მომხმარებლების ფართო აუდიტორიას ახალი პროდუქტების, გამოცხადებული ფასდაკლებებისა თუ სპეციალურიშეთავაზებების შესახებ
  • შეიტყონ როგორ აღიქვამს მათ პროდუქტებსა და მომსახურებას ლოიალური თუ პოტენციური მომხმარებელი
  • ისარგებლონ ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემებით