შ.პ.ს. „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო“ (NCIB) აცხადებს ვაკანსიას
ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე
კომპანიის შესახებ:
შ.პ.ს. NCIB - „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო“ წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.
NCIB საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში. NCIB გამოირჩევა თავისი ინოვაციურობით და შედის სოლიდური საინვესტიციო ჯგუფის - „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ www.ncib.ge; www.prx.ge
ვაკანსიის დეტალები:
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა – 2
სამუშაო ადგილი და დრო: თანამდებობის სამუშაო ადგილია კომპანიის სათავო ოფისი–თბილისი, კოსტავას ქ.47/57; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30-18:30.
ანაზღაურება: პირველი 2 თვე – გამომუშავებით, 2 თვის შემდეგ – თვეში ხელზე ასაღები 300 ლარი.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 10 დეკემბერი, 2012.
ყოველდღიურად შეთანხმებული სამუშაო გეგმის ფარგლებში, ოპერატორს ევალება:
- წინასწარ განსაზღვრული წყაროებიდან ბიზნეს ინფორმაციის მოძიება, მისი უტყუარობის გადამოწმება და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში ასახვა;
- საჭიროებისამებრ, ბიზნეს ინფორმაციის თარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე;
- სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, მონაცემთა ბაზის ტექნიკური ასპექტების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების წარმოდგენა;
! სამუშაო სპეციფიკა: სამუშაოს დიდი ნაწილი მოდის სატელეფონო ზარების განხორციელებასა და კომპიუტერულ პროგრამასთან ინტენსიურ მუშაობაზე.
აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და აუცილებელი უნარები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის დიპლომი);
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ ენებზე მართლწერის უნარს;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამუშაო დონეზე ფლობა,Windows;
- სწრაფი ბეჭდვის უნარი: ლათინური და ქართული კლავიატურები;
- დეტალების მიმართ დაკვირვებულობა, მონაცემების სრულყოფილების მიმართ პედანტური დამოკიდებულება, ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმების უნარი;
- სატელეფონო კომუნიკაციის კარგი უნარები: მოკლე დროში თავისი თავის და სატელეფონო ზარის მიზნობრივობის ეფექტურად წარმოდგენის უნარი, მიღებული ინფორმაციის სწრაფად აღქმის და რეგისტრაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული მეტყველება და სასიამოვნო ხმის ტემბრი – აუცილებელი მოთხოვნაა;
შესარჩევი პროცესი:
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 3 ეტაპად:
რეზიუმეების გადარჩევა
ტესტირება სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკურ უნარებში
გასაუბრება
განაცხადების შემოტანა:
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გადმოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: info@bia.ge
თემის ველში მიუთითეთ Business Info Operator/09-2012
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2012
გისურვებთ წარმატებას!