16.08.2011 -
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “თბილმიკროკრედიტი”
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ დაარსდა 2008 წლის ოქტომბერში. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება, სამომხმარებლო და კომერციული მიზნებისთვის.

კომპანიის საქმიანობის სფეროებია: კომერციული კრედიტები, საკრედიტო ხაზები, სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები, ავტოკრედიტი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, კომპანია თავის კლიენტებს თავაზობს შემდეგ სერვისებს: ფულადი გზავნილებით მომსახურება (ვესტერნ–უნიონი, მანიგრამი, იუნისტრიმი, კონტაქტი და ა.შ.), ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, სალომბარდო მომსახურება ოქროსა და ძვირფას ქვებზე.
2009 წლის სექტემბრიდან კომპანიამ დაიწყო სალომბარდო მომსახურება. ამავე პერიოდში „თბილმიკროკრედიტმა" გააფორმა ხელშეკრულება საერთაშორისო ფულადი გზავნილების აგენტ „ალფა-ექსპრესთან" და შესაბამისად დაიწყო ფულადი გზავნილების მიღება-გაცემა.
ალექსანდრე ტარიელაძე, მთავარი კონსულტანტი: ”ჩვენს მიზანს წარმოადგენს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკრედიტო მომსახურების გაწევა. კრედიტები გაიცემა მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა მეორადი გარანტიის სახით, აუცილებელია სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა”.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ გასცემს სესხებს
2 000 $-დან 25 000 $-მდე შემდეგი პირობებით:
· საპროცენტო განაკვეთი 2.5-3.5% თვეში;
· უზრუნველყოფა - უძრავი ქონება ან ავტომობილი;
· დაფარვის ვადა 1-5 წლამდე;
· დაფარვის გრაფიკი – მსესხებლის სურვილისამებრ;
· სესხის დამტკიცების ვადა 1-3 დღე;
მომსახურების თავისებურებები:
· მსესხებელი თავად ირჩევს მისთვის მოსახერხებელ სესხის დაფარვის გრაფიკს. შესაძლებელია მხოლოდ პროცენტის გადახდა, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის თანაბარი შენატანებით დაფარვა ან დაფარვის თავისუფალი გრაფიკის არჩევა;
· საკრედიტო ხაზის შემთხვევაში შესაძლებელია დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში აქტიურ-პასიური ოპერაციების წარმოება. მსესხებელი იხდის მის მიერ ფაქტიურად ათვისებული თანხის პროცენტს დღეების მიხედვით. ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად;
· სესხის ვადამდე დაფარვისას მსესხებელი არ იხდის პირგასამტეხლოს;
· ვადაგადაცილების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია კრედიტის ვადის გაგრძელება ან კრედიტის ხელახლა აღება გამარტივებული წესით;
· ავტოკრედიტის შემთხვევაში სასესხო პერიოდის განმავლობაში ავტომანქანა გადმოდის მოკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელობაში და ინახება დახურულ ავტოსადგომზე, ან ხდება ავტომანქანის დაზღვევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ.
· საკრედიტო მომსახურების ძირითადი ვალუტაა აშშ დოლარი, თუმცა შესაძლოა სესხის გაცემა სხვა ვალუტაშიც.
ალექსანდრე ტარიელაძე: ”ავტოსალომბარდო სესხები გაიცემა ავტომანქანების გირავნობით. თუ მსესხებელს სურს ისარგებლოს დაგირავებული ავტომანქანით, ამ შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნაა ავტომანქანის დაზღვევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ. ხოლო, თუ მსესხებელი ავტომანქანას ავტოკრედიტით სარგებლობის პერიოდში გააჩერებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახურულ ავტოსადგომზე, ამ შემთხვევაში ავტოდაზღვევა არ მოითხოვება”.
ავტოკრედიტით სარგებლობის პირობებია:
ტარების უფლებით – 5% თვეში.
გაჩერების უფლებით - 4% თვეში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ 2009-2010 წლებში დინამიურად ვითარდებოდა. იზრდებოდა საწესდებო კაპიტალის მოცულობა, ინერგებოდა ახალი საკრედიტო პროდუქტები და საფინანსო ინსტრუმენტები. მნიშვნელოვნად იზრდებოდა საკრედიტო პორტფელი, იცვლებოდა მისი სტუქტურაც. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საკრედიტო რესურსების მოძიებასა და მოზიდვას, მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა კერძო და კორპორატიულ ინვესტორებთან. ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ აისახებოდა კომპანიის მოგებაზე და შესაბამისად პარტნიორთათვის გაცემული დივიდენდების მოცულობაზე.
კომპანიის მიერ პარტნიორებისადმი კუთვნილი დივიდენდის გაცემა ხორციელდებოდა წელიწადში ორჯერ, ყოველი ორი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე. 2009 წლის პირველი ნახევრის (6 თვის) შედეგებით კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი შეადგენდა 12%, მეორე ნახევრის მდგომარეობით კი 14%–ს. 2010 წლის პირველ ნახევარში გაცემული დივიდენდი შეადგენდა 16%–ს, ხოლო წლის ბოლოს შედეგებით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 22,5 %–ს მიაღწია. ფაქტურად, 2010 საფინასო წლის განმავლობაში „თბილმიკროკრედიტის“ მიერ გაცემული დივიდენდების წლიური (ეფექტური) მაჩვენებელი 42%–ს აღემატებოდა. ასეთ მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებდა ერთის მხრივ ორგანიზაციის უზადო მენეჯმენტი, მეორეს მხრივ კი დანახარჯების ოპტიმალური დონე.
2011 წლის დასაწყისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტმა“ გააუმჯობესა სესხების მოზიდვის პირობები. ამიერიდან კომპანია სახსრების მოზიდვისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 18%–იან წლიურ სარგებელს სთავაზობს პროცენტის ყოველთვიური გადახდის პირობით. კომპანია ასევე აგრძელებს მუშაობას კერძო და კორპორატიულ ინვესტორებთან მათ მიერ კაპიტალში მონაწილეობის მიზნით.