სტატიები
17.08.2011 - ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი
“ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი” დაფუძნდა 2006 წელს. ამ დროისათვის კომპანიაში დასაქმებულია 27 მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სერთიფიკატის მქონე სპეციალისტი. ესენია: აუდიტორები, შემფასებლები, იურისტები, ბუღალტრები და სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტები.

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი თავის კლიენტებს აუთსორსინგის საშუალებით უწევს შემდეგი სახის მომსახურებებს: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული მომსახურება, იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება (სამეწარმეო და სამოქალაქო საკითხებში), უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება, კონსულტაციები სახელმწიფო შესყიდვებში, უძრავი ქონების ლეგალიზება და დაკანონება. კომპანიას გაფორმებული აქვს მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროს, როგორც სამეწარმეო რეესტრთან, ასევე სამოქალაქო რეესტრთან.

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი მუშაობს კონსულტაციებით მომსახურების სფეროში; იურიდიულ, საგადასახადო და მარკეტინგულ კვლევებზე, რაც აუცილებელია, როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე მისი შემდგომი განვითარებისათვის; კომპანია ეფუძნება და ოპერატიულად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკანონმდებლო  ცვლილებაზე და საკუთარ კლიენტებს აძლევს საშუალებას თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები. კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, ახდენს ინფორმაციის დივერსიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლამდე.

 

ზვიად ახვლედიანი, დირექტორი: “ჩვენი კომპანიის მომსახურება თავის თავში აერთიანებს სამ ძირითად თემას:

•      საბუღალტრო-საგადასახადო მომსახურეობა

•       კომპანიის სრული დოკუმენტაციის სრული იურიდიული მხარდაჭერა

•        აუდიტური მომსახურეობა

ამ სამი ძირითადი კომპონენტის ერთში გაერთიანება საშუალებას გვაძლევს დღევანდელი კრიზისის ფონზე სერიოზული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ ეს კრიზისი”.

კომპანია ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგს  აქვს დიდი გამოცდილება საქართველოს საკონსულტაციო ბაზარზე, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებთან მუშაობისა, ასევე კერძო კომპანიებთან თანამშრომლობისა.


კომპანიის მომსახურების სფეროებს ეკუთვნის:


•  საამშენებლო კომპანიები
•  ბიზნეს სეგმენტი
•  სამედიცინო სეგმენტი
•  საგანმანათლებლო სეგმენტი


ზვიად ახვლედიანი: “ჩვენ პრაქტიკულად ერთი მომსახურების საფასურში გთავაზობთ სამი ხარჯვითი ნაწილის შეცვლას. ეს სერიოზული შეთავაზებაა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ თანადგომას თქვენი საქმიანობის განვითარებაში. ყოველთვის მზად ვართ თქვენთან შეხვედრისა და კონკრეტული მოლაპარაკებების დასაწყებად.

ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, ვინც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ესენი არიან ადამიანები, ვინც საკუთარი ინტელექტის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის ხარჯზე ყოველდღიურად ქმნის პროდუქტს, არის წარმატებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.


ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი სწორედ ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ინფორმაციას და ტექნოლოგიას, როგორ უნდა გახდეთ კიდევ უფრო წარმატებული. თქვენი სიძლიერე ჩვენი კომპანიის გაძლიერების წინაპირობაა”.

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში ბიზნესის დაწყებამდე: პირველადი იურიდიული  კონსულტაციები, თავიდანვე სწორი ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება, როგორც უშუალოდ საქმიანობაში, ასევე დამფუძნებლების გარიგებაში. კომპანიას ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.


ზვიად ახვლედიანი: “დაგეხმარებით გაგიწიოთ სწორი გათვლა ყველა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და გადასახადების სფეროში, რათა სრულად ხედავდეთ თქვენი ბიზნესის რეალურ სურათს.
პერიოდულად ჩაგიტარებთ აუდიტურ მომსახურებას რათა თქვენი ბიზნესი დაცული იყოს საგადასახადო გაუგებრობისაგან, ჩვენ ვიქნებით თქვენი ადვოკატი საგადასახადო სფეროში. ერთობლივად მოვაწესრიგოთ ფირმის დოკუმენტაცია, მოვამზადოთ ბიზნეს გეგმები; დაგეხმარებით მარკეტინგულ გეგმარებაში; გაყიდვების ორგანიზებაში; სარეკლამო სტრატეგიების შემუშავებაში”.

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი დაგეხმარებათ ასევე უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული დეტალების მოგავრებაშიც:

•  უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება;
•  მშენებარე კომპლექსების ექსკლუზიური გაყიდვები;
•  უძრავი ქონების გაყიდვებზე ორიენტირებული სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;
•  სასოფლო  და არასასოფლო მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციის მომზადება და ყიდვა გაყიდვის ოპერაციები;
•  კომერციული დასაწარმო ობიექტების შეფასება – ექსპერტიზა, ყიდვა გაყიდვის ოპერაციები;
•  საინვესტიციო პაკატების მომზადება, ექსპერტიზა, ანალიზი;
•  ინვესტორებთან ურთიერთობა, ხელშეკრულების გაფორმება;
•  უძრავი ქონების შეფასება

კომპანიას კარგად ესმის, რომ კლიენტების ხელმძღვანელობა აფასებს დროს და ფულად სახსრებს. ამიტომ, აქ მუდამ მზად არიან შეასრულონ მხოლოდ იმ მოცულობის სამუშაო, რომელიც ნამდვილად გესაჭიროებათ და გადავწყვიტოთ მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენს საქმიანობას.

ზვიად ახვლედიანი: “კომპანია საქართველოში მომსახურებას უწევს “ნოკია”-ს, რომელსაც საკმაოდ დიდი ქსელი გააჩნია. ჩვენი კლიენტია ასევე კომპანია “ეკოფუდიც”. რომელსაც საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების ბაზარზე 40%-იანი ნიშა უკავია. ვუწევთ მომსახურებას ინდურ კომპანია “გრავიტა-ჯორჯიას”, რომელიც თუთიის წარმოება-რეალიზაციას ეწევა. ვემსახურებით კომპანია “ბაჯეოს” რომელიც დაკავებულია დროჟის ექსპორტით თურქეთიდან. “ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი” ყოველწლიურად საკონსულტაციო რეჟიმში 70-მდე საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება. იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომელთაც ჩვენი კომპანია ემსახურება, საკმაოდ ვრცელია. ბრენდი ახვლედიანი საქართველოში გამოირჩევა სანდოობით, კვალიფიციურობითა და პროფესიონალიზმით”.

კომპანიის პარტნიორები არიან:

  1. ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში
  2. სს. თბილსერვის ჯგუფი
  3. შპს. კავიმპექსი
  4. შპს. დამოუკიდებელი კინო სერვისი
  5. შპს. ეს-ეს-ტე ჯგუფი
  6. შპს. ბი-ეს-აი კონსალტინგი
  7. შპს. . ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
  8. / ტრავმატოლოგია;

2011 წლის 24 სექტემბერს ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი  გახდა  მძლავრი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის RUSSELL AND BEDFORD INTERNATIONAL კორესპოდენტი კავკასიის რეგიონში.   RUSSELL AND BEDFORD INTERNATIONAL-ი წარმოადგენს დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო, საბუღალტრო და ბიზნეს კონსალტინგური ფირმების ქსელს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, კომპანია მსგავსი პროფილის კომპანიებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. მას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში 460 პარტნიორი კომპანია, 200 ოფისი და 5000 კვალიფიცირებული თანამშრომელი ჰყავს.


კომპანიისა და მომსახურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ–გვერდის მეშვეობით: www.akhvlediani.ge