სტატიები
06.10.2011 - საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი: 2011 წლის II კვარტალი
საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 4,7 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორის _ 10,7 პროცენტი. 2011 წლის ორი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 5,2 პროცენტი დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 4,7 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორის _ 10,7 პროცენტი. 2011 წლის ორი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 5,2 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორის – 11,9 პროცენტი.

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულ მოსახლეზე 2011 წლის მეორე კვარტალში 1 308,5 ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის დინამიკას ნათლად ასახავს ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5 პროცენტი), შემდგომ პოზიციებს იკავებს ვაჭრობა (15,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (12,2 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,3 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,8 პროცენტი) და ჯანდაცვა (6,3 პროცენტი).

მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო საქმიანობა (29,1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11,1 პროცენტი), ვაჭრობა (9,3 პროცენტი), კავშირგაბმულობა (9,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,4 პროცენტი), ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (8,2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურება (6,3 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სხვა კომუნალური, სოციალური დაპერსონა ლური მომსახურების გაწევა (5,8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (4,9 პროცენტი), შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება (4,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (2,0 პროცენტი), განათლება (1,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (1.3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სამთომომპოვებითი მრეწველობა (13,6 პროცენტი), მშენებლობა (3,9 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ პირველად 2007 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის, თევზჭერა-მეთევზეობის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,9 პროცენტი შეადგინა.

ტურიზმის განვითარებამ და შესაბამისად, ამ სფეროების მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა და შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა ამ სფეროებში.