შემოსავლის მიღებისას ადამიანთა გარკვეული კატეგორია იმპულსურად მოქმედებს და მთელს თანხას არცთუ ისე საჭირო ნივთების შესაძენად იყენებს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარ ადგენენ რესურსების გადანაწილების გეგმას, რაც მათი თანხების მიზნობრივ ხარჯვას უზრუნველყოფს. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია ქვემოთ მოცემული 9 თვისება:
1. დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
მათ ყოველთვის იციან რა შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორ იცვლება ბიუჯეტი, სად შეიძლება დაზოგვა, რაში იხარჯება ყველაზე დიდი მოცულობის თანხები და ა.შ აღნიშნული ინფორმაცია ივსება Excel-ის ან სხვა სახის ფორმატში.
2. სტრესისგან განთავისუფლება
ცნობილია, რომ ვალი სტრესის გამომწვევი ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია. მოვალეები მუდმივად წუხან ფულის ნაკლებობაზე, განიცდიან შიშს მომავალი თვის გადასახადებთან დაკავშირებით. ამის გამო დარღვეულია ძილის რეჟიმი, რაც ხშირად შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს. ვალის დაფარვა ამ მძიმე ტვირთისაგან განთავისუფლების საშუალებაა.
3. შემოსავლების სწორად მართვის უნარი
თავისუფალი სახსრების არსებობა არ ნიშნავს მისი უმიზნოდ გამოყენების აუცილებლობას. გონიერი ადამიანები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ საკუთარ რესურსებს.
4. ხშირად იყენებენ ნაღდ ფულს
ცნობილია, რომ საკრედიტო ბარათები საკმაოდ მაცდური საშუალებაა ფულის ხარჯვის მოყვარულთათვის. სპეციალისტები არჩევენ მაქსიმალურად შეიზღუდოს საკრედიტო ბარათების გამოყენება მაშინ, როდესაც ნაღდ ფულზე მიგიწვდებათ ხელი.
5. არ იღებენ დიდი მოცულობის კრედიტებს
კრედიტი, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა ფულადი დანაკლისის შესავსებად. გონიერი ადამიანებიც არ უშინდებიან მას, თუ დაფარვისათვის ყოველთვიური შემოსავალი საკმარისია და ეს თავიდან არიდებს მათ ზედმეტი პროცენტების გადახდას.
6. აქვთ მოთმინების დიდი უნარი
ვალისგან თავის არიდების მსურველები ყოველთვის ფრთხილად იღებენ გადაწყვეტილებებს. თუკი რამის შეძენის საშუალება არ აქვთ, ცდილობენ მისი შემცვლელი მონახონ, ან დაელოდონ შესაბამის შემთხვევას.
7. აკეთებენ შედარებებს
იყენებენ კუპონებს, ყიდულობენ მეორად ნივთებს ან ელოდებიან ფასდაკლებებს. ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ საშუალება არ აქვთ, უბრალოდ არასწორ ნაბიჯად მიაჩნიათ უფრო მეტის გადახდა მაშინ, როდესაც ბევრად ნაკლებ ფასში არის შესაძლებელი იგივე ნივთების შეძენა. ისინი არჩევენ რეალურ და პრაგმატულ გზებს ფულის დაზოგვისათვის.
8. იციან ხარისხის ფასი
დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ თანხა – 10 მოდური მაისურის, თუ ერთი ისეთი სვიტრის შესაძენად, რომელსაც წლების განმავლობაში გამოიყენებთ? ვალის ნაკლებად მოყვარული ადამიანები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ ნივთების ღირებულებას და ხარისხს.
9. ვალის აღებამდე დიდხანს ფიქრობენ
გადაწყვეტილების მიღებამდე იყენებენ გამოკვლევებს, სტატისტიკურ მონაცემებს და ფინანსურ ექსპერტებსაც კი.