სიახლეები
13.07.2011 - ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი Web Marketing დასრულდა!
NCIB-ის კონკურსი Web Marketing დასრულდა!

კონკურსანტების 3 თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ტალახაძე.

კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში, ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი ყოველდღიურად. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ. 

5 აგვისტოს, 19 საათზე "ბოულიონგ ცენტრალში" ჩვენი ორგანიზებით მოეწყობა სპეციალური ღონისძიება/დაჯილდოების ცერემონიალი. მოწვეული იქნებიან 50-მდე მონაწილე, მხარდამჭერი, ლობისტი და სპონსორი კომპანიები. ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება და იქვე მოეწყობა მინი ტურნირი ბოულინგში კომპნიის წარმომადგენლებსა და კონკურსის ფინალისტებს შორის.

გამარჯვებულს NCIB გადასცემს ფულად პრემიას 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზი – Apple Mackbook დააწესა. ხოლო კონკურსის მხარდამჭერი კომპანიები გამარჯვებულსა და ფავორიტ ფინალისტებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ. 

მთელი კონკურსის განმავლობაში, ფინალისტები თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ სივრცეში.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა მათი საკონკურსო ვებ-გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს:

CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV))*UV

CP-საკონკურსო ქულა (Contest Point)
AUV-უნიკალური ვიზიტორები (Absolute Unique Visitors)
PGV-გვერდების ნახვა (Pageviews)
UV-უნიკალური გვერდების ნახვა (Unique Views)

პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერია გაზეთი The FINANCIAL,

პარტნიორები არიან: G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant,
ლობისტი კომპანიები: G-Mart, B-Credit, Campa, Borjomi

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ NCIB-ის ვებ-გვერდიდან: www.contest.ncib.ge