19.07.2013 -
„ბია“ BIIA-ს, „ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელთა ასოციაციის“ წევრი ხდება
„ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო“ საერთაშორისო ორგანიზაცია „ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელთა ასოციაციის“ Business Information Industry Association (BIIA) სრულუფლებიანი წევრი ხდება. ასოციაცია აერთიანებს მსოფლიოში აღიარებულ 40–ზე მეტ ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელ კომპანიას. მათგან ერთ–ერთთან (კერძოდ, D&B) ბიას პარტნიორული ურთიერთობა უკვე აკავშირებს.
ასოციაცია 2005 წელს, ჰონგ კონგში, რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელი კომპანიის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მათ მიზანს აზიის ბიზნეს ინფორმაციის სფეროს განვითარება და დაცვა წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კი გლობალურ ორგანიზაციად გადაიქცა და დღეისათვის შვიდივე კონტინენტს ფარავს.
„ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელთა ასოციაცია“ B2B სეგმენტზეა ორიენტირებული და დაინტერესებულ კომპანიებს მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. მათი საშუალებით შესაძლებელია გაიგოთ: არსებობს თუ არა ბაზარზე მოთხოვნა? შესაძლებელია თუ არა კრედიტის აღება? რა განაპირობებს ამ კითხვებზე დადებით ან უარყოფით პასუხებს? და ა.შ. ანუ თავმოყრილია ისეთი ბიზნეს ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადია ბაზარზე.
ეს არის კიდევ ერთი დიდი სტიმული საქართველოში მოქმედი საწარმოებისათვის დარეგისტრირდნენ ჩვენს „ბიზნეს კატალოგში“ - www.bia.ge, მუდმივად განაახლონ საკუთარი კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაცია და გამოიყენონ შანსი, მიაწვდინონ ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
იხ: ასოციაციის გვერდზე ჩვენი ორგანიზაციის შესახებ განთავსებული სტატია:
http://www.biia.com/meet-our-new-full-member-business-information-agency-bia-georgia