08.09.2014 -
“ბირეიტინგი” – „ბიას“ კიდევ ერთი ახალი პროექტი!
„ბიას“ ინოვაციურ და უნიკალურ პროექტებს – „ბიზნეს კატალოგს“ www.bcat.ge, “პიარ იქსჩეინჯსა” www.prx.ge და „კრედიტინფო საქართველოს“ www.creditinfo.ge კიდევ ერთი ახალი პროექტი – „ბირეიტინგი“ შეემატა www.brating.ge!
„ბირეიტინგი“ საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ნებისმიერ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების რეიტინგები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც შერჩეულია როგორც „ბიზნეს კატალოგის“ ბაზაზე დაყრდნობით, ასევე მისგან დამოუკიდებლად.
რეიტინგების გარდა, პროექტი ითვალისწინებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით კვლევების და გამოკითხვების ჩატარებასაც. იურიდიული პირები ვებ გვერდზე არსებული „კვლევის დაკვეთის“ მოქნილი სისტემის საშუალებით შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შეუკვეთონ კვლევა. ასევე, შესაძლებელია ფიზიკური პირების მიერ მოთხოვნილი გამოკითხვის ჩატარებაც იმ შემთხვევაში, თუ მათი კითხვა საკმარის დაინტერესებას (ე.წ. „მოწონებას“) დაიმსახურებს ვებ გვერდზე.
დ ა რ ე გ ი ს ტ რ ი რ დ ი თ „ბ ი რ ე ტ ი ნ გ ზ ე“ (www.brating.ge)!
- მოიძით თქვენთვის საინტერესო რეიტინგები!
- მიიღეთ პასუხი კითხვებზე სამიზნე ჯგუფებისგან!
- გამოხატეთ აზრი და მოიგეთ პრიზები!