25.10.2014 -
ბია Business Brilliance Awards 2014 ოფიციალური მედია პარტნიორი
24 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართა Business Brilliance Awards 2014 ღონისძიება, რომლის ოფიციალური მედია პარტნიორი გახლდათ სს ბია.
ღონისძიების ორგანიზატორი ინგლისური კომპანია BOC Global Events Group–ია, რომელიც თბილისში უკვე მეორედ მასპინძლობს აღნიშნულ ღონისძიებას. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსოფლიო დონის სპიკერები (კომპანიებისMicrosoft, Shell, BP, BBC, Honda და Marks Spencer წარმომადგენლები), რომელთაც წამყვანი გლობალური ბრენდების გამოცდილება გაუზიარეს ქართულ აუდიტორიას.