სიახლეები
20.07.2015 - BIA-ს (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს) და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13 ივლისს, სს „ბიასა“ და „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმომწერები იყვნენ ბატონები ერიკ ლივნი („ISET“–ის პრეზიდენტი) და აიეტ კუკავა (სს „ბიას“ აღმასრულებელი დირექტორი). მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტებისა და კვლევების დაგეგმვა–განხორციელება.

„ბია“ კერძო კომპანიაა, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული ეკონომიკური კვლევების მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის...“ – განაცხადა ბ–ნმა აიეტ კუკავამ მემორანდუმის გაფორმებამდე. ასევე, ხაზი გაუსვა ანალიზისთვის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მნიშვნელობას და შეაქო ინსტიტუტის დღემდე განხორციელებული აქტივობები. აქვე გამოითქვა უფრო ინტენსიური და ღრმა თანამშრომლობის სურვილი საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

„ბია“ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს და მართავს ქვეყნის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად საინფორმაციო ბაზას საქართველოში რეგისტრირებული 23,000 ყველაზე აქტიური კომპანიის შესახებ. www.bcat.ge უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს და საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებს საჭირო ბიზნეს ინფორმაციით.