სიახლეები
18.02.2014 - სს „ბია“ ICC Georgia–ს ბარათის მფლობელებს 15%–იან ფასდაკლებას სთავაზობს
„საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველომ“ (ICC Georgia) იანვრის ბოლოს წევრ ორგანიზაციებს, მათ თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს უნიკალური პროექტი წარუდგინა, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალი, ყველაზე მრავალფეროვანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას ითვალისწინებს.

ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ ICC Georgia–ს წევრი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით ისარგებლონ. ამ მომენტისათვის აქციაში 15 კომპანიაა ჩართული ფარმაცევტული, საკონსულტაციო, სარეკლამო, საინფორმაციო, ტურისტული და სხვა მომსახურების სფეროებიდან, რომელთა ფასდაკლება რიგ შემთხვევაში 75%–ს აღწევს. კომპანიათა რაოდენობა მუდმივად გაიზრდება წლის განმავლობაში.
პროექტის პარტნიორია სს „ბია“–ც, რომელიც ბარათის მფლობელებს „ბიზნეს კატალოგზე“ 15 %–იან ფასდაკლებას სთავაზობს. 
ფასდაკლების ბარათის გავრცელების მიზანია მომხმარებლების ლოიალურობის, კომპანიის ცნობადობის და ფასდაკლების ორგანიზატორი კომპანიების შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა. მოცემული მომენტისათვის გავრცელებულია 5 ათასზე მეტი ბარათი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს http://www.icc.ge/discount/
„ბიზნეს კატალოგით“ სარგებლობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ sales@bia.ge