
20-21 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. 2-დღიან ღონისძიებაზე, რომელიც კონფერენციასა და გამოფენას ითვალისწინებდა, განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები, საინვესტიციო გარემო და კაპიტალის მოზიდვის საკითხები.