სიახლეები
„საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველომ“ (ICC Georgia) იანვრის ბოლოს წევრ ორგანიზაციებს, მათ თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს უნიკალური პროექტი წარუდგინა, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალი, ყველაზე მრავალფეროვანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას ითვალისწინებს.
ბაზარზე გამოსვლის დღიდან „ბია“–ს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი სულ უფროდაუფრო იზრდება. ახლახანს მათ რიცხვს რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილესი ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელი კომპანია „კრედინფორმი“ შეემატა, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს კომერციული რისკების შემცირება და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ნდობის გაღრმავება წარმოადგენს.
18–24 ნოემბერს, საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო პროექტი ”გლობალური მეწარმეობის კვირეული” გაიმართება. უკვე მეორედ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიები, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ და „ბია“ (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო) ღონისძიების ოფიციალური სპონსორები არიან. 
15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, სს “ბია“ "პიარ იქსჩეინჯზე" დარეგისტრირებულ მენეჯერებს საშუალებას აძლევს მიიღონ „ბიზნეს კატალოგში“ (www.bcat.ge) საკუთარი კომპანიის ლოგოს, აღწერილობითი ტექსტისა და 10 საძიებო სიტყვის 1 წლით უფასოდ განთავსების საშუალება.

2014 წლის 6 და 7 თებერვალს, თბილისის ექსპო ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზი, სამხრეთ კავკასიის გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტს უმასპინძლებს, რომლის ერთ–ერთი მხარდამჭერია სს "ბია". ღონისძიება გაიმართება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სამინისტროს ეგიდით.

კავკასიის ქვეყნებში ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის განვითარების მიზნით, 2–დღიანი ღონისძიების ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ახალი პროექტების ჩამოყალიბებაზე, ტექნოლოგიების განახლებაზე, აპრობირებული გადაწყვეტილებების დანერგვასა და დაფინანსების პრიორიტეტებზე.

ღონისძიებამ უკვე დაიმსახურა დიდი ინტერესი საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების მხრიდან. სესიის ფარგლებში, 35 საუკეთესო მომხსენებელი გამოთქვამს მოსაზრებებს, შეაფასებს ვითარებას და გაესაუბრება მონაწილეებს.