„ბირეიტინგი“ საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ნებისმიერ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების რეიტინგები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც შერჩეულია როგორც „ბიზნეს კატალოგის“ ბაზაზე დაყრდნობით, ასევე მისგან დამოუკიდებლად.
„ბიამ“ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირების ეფექტური საშუალება – „იმეილ მარკეტინგი“ დანერგა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. „იმეილ მარკეტინგი“ „ბიზნეს კატალოგში“ არსებული ნებისმიერი საძიებო კრიტერიუმით შერჩეულ სეგმენტთან ელექტრონული ფოსტით სასურველი შეთავაზების დაგზავნას გულისხმობს, რაც გზავნილის ეფექტურობის გარანტია. (მაგ: კომპანიები, რომელთა ბრუნვა აღემატება 2 მლნ-ს; ჰყავთ 50-ზე მეტი დასაქმებული; ახორციელებენ იმპორტ-ექსპორტს ან ჰყავთ უცხოელი პარტნიორები. ასევე, შესაძლებელია დასაქმებულთა სეგმენტაცია სქესის, რგოლისა და დეპარტამენტის მიხედვით და სხვ.)